Coxatauris municipalitetis soflebi - goraberejouli |
სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 140 მ, ჩოხატაურიდან 3 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 24 კმ. სოფელი იყოფა ორ ნაწილად: გორა (მაღლობი) და ბერეჟოული (დაბლობი). სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარია ცინცაძე. სოფელში დგას წმინდა იუსტინეს სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 628 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1908 |
565 |
|
|
1911 |
364 |
|
|
2002 |
766 |
355 |
411 |
2014 |
628 |
295 |
333 |
RirSesaniSnaobebi
სოფელში შემორჩენილია XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები, კედლების სიმაღლე 4 მეტრია, ჯამური სიგრძე 25 მეტრი. კედლებში დატანილია სათოფურები გალავანში შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან იყო მოწყობილი. გალავნის ალაყაფთან, მარჯვნივ, მოწყობილი იყო მარანი. გალავნის შიგნით, ეზოს ბოლოში დგას ერისთავების სახლი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. სახლის საძირკვლები თლილი ქვით არის გამოყვანილი, ხოლო კედლები ნაშენია რიყის ქვით. სასტუმრო ოთახში ბუხარია ამოშენებული. მეორე სართულის ფასადზე მიდგმულ ვრცელ ხის აივანს გვიანდელ შეკეთებათა გამო მხატვრული ღირებულება აღარ გააჩნია. იგივე მდგომარეობაშია სახლზე უკანა მხარეს მიდგმული მომცრო აივანიც. სახლი კარგ მდგომარეობაშია შემონახული. სახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკო და სხვ.
გორაბერეჟოულის ბაღი.
გორაბერეჟოულის სასახლე.
გორაბერეჟოულში განთავსებულია ბენდელიანის მემორიალური მუზეუმი.
სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია.
cnobili adamianebi
დიმიტრი ერისთავი - სოფელში დაიბადა ექიმი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ჭიჭიკო ბენდელიანი - ასევე საბჭოთა კავშირის გმირი.
მიხეილ და ანდრია ერისთავები - სოფელში მოღვაწეობდნენ. |